პარლამენტმა სამ დეპუტატს მანდატი შეუწყვიტა
15/02/2022 14:02:48 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შუწყვიტა.
კენჭისყრა პარლამენტში 15 თებერვალს გაიმართა.
- ჯაფარიძის შემთხვევაში მომხრე 77 დეპუტატი იყო;
- ნათელაშვილის შემთხვევაში – 79 დეპუტატი;
- ხოშტარიას შემტხვევაში – 77 დეპუტატი.
წინსწრებით იყო ცნობილი, რომ პარლამენტში უმრავლესობაში მყოფი პარტია "ქართული ოცნება" ამ სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერდა.
ამ მოცემულობით პარლამენტს 5 ოპოზიციონერი დეპუტატი აღარ ეყოლება. მათან ნიკა მელიას და მამუკა ხაზარაძეს დეპუტატის მანდატი საკუთარი სურვილით შეუწყდათ.
არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ამ ორგანიზაციების მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ეხებდა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.


