ნატო-ში აშშ-ის ელჩი: "თავდაცვის მინისტერიალზე ჩვენი უკრაინელი და ქართველი მეგობრებისთვის საკმაოდ მკაფიო გზავნილები გაკეთდება"
15/02/2022 17:24:28 პოლიტიკა
ნატო-ში აშშ-ის ელჩ ჯულიან სმიტის განცხადებით,ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის მიმართ მკაფიო გზავნილები გაკეთდება.
"ნატო-ს ყველა წევრი აცნობიერებს, რა მნიშვნელოვანი ურთიერთობა გვაქვს როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან. ვფიქრობ, ჩვენი უკრაინელი და ქართველი მეგობრებისთვის საკმაოდ მკაფიო გზავნილები გაკეთდება, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და პატივს ვცემთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ის, გაკეთდება გზავნილი, რომ ალიანსის გაფართოებისთვის კარი ღიაა“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.
შეგახსენებთ, რომ 16–17 თებერვალს ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება. შეხვედრაში საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებიც მიიღებენ მონაწილეობას.


