Accentnews.ge
"ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას დაადასტურებს და ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება"

"ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას დაადასტურებს და ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება"

15/02/2022 17:38:48 პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ჯაფარიძეს საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს რუსთავის მოსახლეობა გამოუტანს.

"დავაკვირდეთ, დაუჭერს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" მხარს ბადრი ჯაფარიძეს, მე მგონია, რომ დაუჭერს, რადგან ეს ერთი ორგანიზმია და აქედან გამომდინარე მაქვს ეს ვარაუდი. ამ შემთხვევაში, მისი წარმატება ნულის ტოლი იქნება, რადგან ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და თუკი სხვა ოპოზიციური პარტიებიც დააყენებენ კანდიდატს, ნულს ქვევით იქნება მისი წარმატების შანსი. ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს და ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება და საბოლოო განაჩენი მათ შორის პოლიტიკური იქნება რუსთავის მოსახლეობის მხრიდან მის მიმართ", - განაცხადა მდინარაძემ.

„ლელო"-ს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილი წევრი ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S