ჯაფარიძე დეპუტატის მანდატის შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
15/02/2022 16:46:08 პოლიტიკა
პარლამენტის მიერ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პარტია „ლელო“-ს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„ეს არის მიტაცებული სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც რაიმე კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. შესაბამისად, შეფასება არის ერთადერთი, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას იმისათვის, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა, დასრულდეს ოლიგარქიული მმართველობა და სახელმწიფოს მიტაცება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ პლენარული სხდომის დარბაზის დატოვების შემდეგ.
დღეს საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის წევრ სამ დეპუტატს - შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა.


