Accentnews.ge
"ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის ობიექტურ მიზეზებს ვერ ვხედავთ"

"ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის ობიექტურ მიზეზებს ვერ ვხედავთ"

16/02/2022 12:45:46 პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, ვერ ხედავს ობიექტურ მიზეზს, თუ რატომ დაიშალა ნაჩქარევად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

"პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით. უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლობა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტას, ელცმა შემდეგი განაცხადა:

"გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S