Accentnews.ge
კულება – ზალკალიანს: "უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას"

კულება – ზალკალიანს: "უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას"

16/02/2022 13:14:03 პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„გმადლობთ, ძვირფასო დავით. უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას. ჩვენმა ორივე მამაცმა ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება გარჯის გარეშე არ მოიპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში უკრაინა და საქართველო ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ“, – წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ერთიანობის დღე საქართველოში უკრაინის საელჩომ დღეს უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიით აღნიშნა. ამ დღის აღსანიშნავად საელჩოში იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის: გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S