"ნატო–ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობენ დიპლომატიური და პოლიტიკური გამოსავლის მისაღწევად, ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით"
17/02/2022 08:41:49 პოლიტიკა
ნატო-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობენ დიპლომატიური და პოლიტიკური გამოსავლის მისაღწევად, ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით. ნატო აგრძელებს საქართველოსა და უკრაინისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის აღმოჩენას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის წინ განაცხადა.
„მივესალმები ჩვენს კოლეგებს საქართველოდან და უკრაინიდან, მინისტრ ბურჭულაძესა და მინისტრ რეზნიკოვს, განსაკუთრებული თბილი სალამი ორივე თქვენგანს. დღეს ჩვენ ვიკრიბებით იმ ფონზე, როდესაც ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. არსებობს მოსკოვისგან მინიშნებები, რომ დიპლომატია და მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამ დრომდე არ გვინახავს დეესკალაციისა და ჯარის გაყვანის რაიმე ნიშანი. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა საერთაშორისო პრინციპების მიმართ გულგრილობა და მისი უნარი და მზაობა გამოიყენოს ძალა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. სამწუხაროდ, ვშიშობ, ეს არის ახალი რეალობა, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ნატო–ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობენ დიპლომატიური და პოლიტიკური გამოსავლის მისაღწევად, ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით. ნატო აგრძელებს საქართველოსა და უკრაინისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის აღმოჩენას", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებიც მონაწილეობენ.


