Accentnews.ge
"გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით"

"გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით"

17/02/2022 09:25:32 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე ექს–პრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით „პოლიტიკურ განცხადებას“ აანონსებს.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული უხერხულობა და როგორც კი ეს უხერხულობა მოიხსნება, მმართველი გუნდი გახარიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით შესაბამის განცხადებას მაშინვე გააკეთებს.

„გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი დეტალებთან დაკავშირებით. ფაქტები და მტკიცებულებები თავად წარმოადგინეს, მათ შორის უკანასკნელი კვირების განმავლობაში, როცა ოთხ მუნიციპალიტეტში ღია კოალიცია შექმნეს. ამიტომ, მტკიცებულება არავის არ სჭირდება. ჩემს განცხადებას ახლა არ ვაკონკრეტებ, რადგან როცა გარკვეული უხერხულობა მოიხსნება, ვიტყვი. მგონია, რომ საზოგადოებამ დეტალებზე უნდა იცოდეს სრული სიმართლე. სამწუხაროდ, ახლა ვერ ვამბობ, მაგრამ მინიმუმ უაღრესად საინტერესო იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც ვიტყვი. ეს დეტალები ეხება პრემიერობის პერიოდსაც, შს მინისტრობის პერიოდსაც შეიძლება, ეხებოდეს და ასევე 17-18 თებერვალსაც. უხერხულობის მოხსნას ველოდები, რომ დეტალები ვთქვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S