Accentnews.ge
"დამნაშავე კანდიდატი შესთავაზეს რუსთაველებს და გარდაბნელებს"

"დამნაშავე კანდიდატი შესთავაზეს რუსთაველებს და გარდაბნელებს"

17/02/2022 09:49:17 პოლიტიკა

საპარლამენტო ფრაქცია ​"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აკრიტიკებს ოპოზიციას, რომელიც მხარს უჭერს რუსთავში "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის დაყენებას. მისი თქმით, ოპოზიცია მოსახლეობას დამნაშავეს სთავაზობს პარლამენტში მაჟორიტარობის კანდიდატად.

„ობიექტურად რომ ვთქვა, ამას პლუსებიც ექნება და მინუსებიც. იმის ლუსტრაცია, რომ „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანამატია, რა თქმა უნდა, ზიანსაც მიაყენებს, მაგრამ გარკვეულ ელექტორატსაც შესძენს. მაგრამ ყველა ვარიანტში, ბადრი ჯაფარიძის დაყენება ჩვენი კანდიდატის კონკურენტ კანდიდატად, მათთვის პრაგმატულადაც კი ძალიან წამგებიანია. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი დამნაშავედ ცნეს და ამის შემდეგ შესთავაზეს ის კანდიდატად გარდაბნელებს და რუსთაველებს. გახსოვთ ალბათ, რამდენ რაიონში დააყენეს მათ დამნაშავე კანდიდატები, არა ჩვენი შეფასებით, არამედ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ისინი პერმანენტულად აყენებენ ხოლმე დამნაშავე კანდიდატებს, რითაც შეურაცხყოფას აყენებენ იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ხალხს, ამომრჩეველს და საზოგადოებას. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი", – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტმა "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის მანდატი 15 თებერვალს შეუწყვიტა. ამ საკითხს დარბაზში მყოფმა "ქართული ოცნების" 77-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციიდან კი - არავინ. მმართველმა გუნდმა ჯაფარიძის მანდატის გაუქმების საფუძვლად გამოიყენა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

მანდატის შეწყვეტის შემდეგ ჯაფარიძემ თქვა, რომ აპირებდა რუსთავში ჩანიშნულ შუალედურ არჩევნებში კენჭი ეყარა. მის კანდიდატურას მხარს უჭერენ: "დროა", "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი".

საპარლამენტო უმრავლესობამ რუსთავისა და გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ირაკლი შატაკიშვილი დაასახელა.

პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში ახალი მაჟორიტარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის წევრი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მერი გახდა. მმართველი პარტიის ახალი კანდიდატის არჩევის შემთხვევაში, პარლამენტში ყველა მაჟორიტარი დეპუტატი კაცი იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S