"ჩვენი პოზიცია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არ შეცვლილა, თუმცა ამჟამად ყურადღება გამახვილებულია რეფორმებზე"
17/02/2022 13:18:39 პოლიტიკა
ნატო–ში კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ალიანსი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია. ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"ჩვენი პოზიცია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არ შეცვლილა, თუმცა ამჟამად ყურადღება გამახვილებულია რეფორმებზე, რათა დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას, მოახდინონ თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზება. ჩვენ ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილებას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.


