Accentnews.ge
სქართველოში არშემოშვებაზე კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი საუბრობს

სქართველოში არშემოშვებაზე კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი საუბრობს

17/02/2022 18:11:00 პოლიტიკა

რუსი ოპოზიციონერი ანდრეი დავიდოვი ამბობს, რომ საქართველოში შემოსვლის უფლება ახსნა-განმარტების გარეშე არ მისცეს.

პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის გადაწყვეტილებას.

დავიდოვი ამბობს, რომ მას არ დაურღვევია არანაირი კანონი და მიიჩნევს, რომ მისი არშეშვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. კერძოდ, პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ რუსეთმა საქართველოს კონკრეტულ არასასურველ მოქალაქეთა სია წარუდგინა.

ცნობისთვის: 4 თებერვალს რუსმა ოპოზიციონერმა იგორ ეფრიმოვმა თქვა, რომ საქართველოსში ახსნა–განმარტების გარეშე არ შემოუშვეს, იგივე განმეორდა ოპოზიციონერ დმიტრი გუდკოვის შემთხვევაშიც. გასულ წელს არ შემოუშვეს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S