Accentnews.ge
ბათუმში აქციაზე ექვსი პირი დააკავეს

ბათუმში აქციაზე ექვსი პირი დააკავეს

19/02/2022 09:21:30 პოლიტიკა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სასტუმრო „ჰილტონის“ შენობაში დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდნენ.

ისინი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ითხოვდნენ, რომელიც სასტუმროში დღეს უმრავლესობის წევრებთან ერთად, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან კონკრეტული შეკითხვები აქვთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S