Accentnews.ge
"ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ"

"ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ"

21/02/2022 09:12:52 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა გამჭვირვალე დამოკიდებულება".

მისი თქმით,ინსპექტორის სამსახურის მუშაობაში ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო:

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი კონტროლის და ბალანსის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ გასული წლის ბოლოს და რაც შემაშფოთებელია ჩვენთვის, რადგან აუცილებელია, რომ მსგავს ინსტიტუტს შესაბამისად ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს. ეს არის ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო, იმისთვის, რომ მისი გაძლიერებისთვის შეგვეწყო ხელი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S