აშშ უკრაინისადმი სოლიდარობის გამომხატველ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც, მათ შორის საქართველოც ფიგურირებს (ვიდეო)
21/02/2022 11:39:38 პოლიტიკა
აშშ უკრაინისადმი სოლიდარობის გამომხატველ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც, მათ შორის საქართველოც ფიგურირებს.
ვიდეოკოლაჟი მოიცავს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მეთაურების და საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდამჭერ ციტატებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიზანია უკრაინის მიმართ მსოფლიო სოლიდარობის დემონსტრირება.
ვიდეო აერთიანებს ნატო-ს გენერალური მდივნის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ლატვიის, ესტონეთის, კანადის, საქართველოს, გერმანიის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის და უკრაინის ქვეყნის მეთაურებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ციტატებს.


