Accentnews.ge
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილს პასუხობს: “გრიფით საიდუმლო” დოკუმენტების გასაიდუმლოების შესაძლებლობას მოკლებული ვართ"

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილს პასუხობს: “გრიფით საიდუმლო” დოკუმენტების გასაიდუმლოების შესაძლებლობას მოკლებული ვართ"

21/02/2022 13:41:17 პოლიტიკა

“გრიფით საიდუმლო” დოკუმენტების გასაიდუმლოების შესაძლებლობას მოკლებული ვართ", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ექს–პრეზისდენტ მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ აღნიშნა, თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობასა და მის ადმინისტრაციას, იმისთვის, რომ ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია, რადგან ამ დოკუმენტებზე წვდომა, სწორედ მთავრობის ადმინისტრაციას აქვს.

"რატომ არ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების განსაიდუმლოება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების საქმისწარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი, რომელიც განხორციელდა 2018 წელს. ამის შემდეგ, უშიშროების საბჭოს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, ყველა დოკუმენტი გადაგზავნილი იქნა მთავრობის ადმინისტრაციას, რომელსაც 2019 წლის 1 იანვრამდე უნდა მოეხდინა ამ დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და სხვადასხვა ღონისძიება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-21 წლებში რამდენჯერმე მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას, რომ გადმოცემოდა აღნიშნული გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია. ეს დოკუმენტები დღემდე არ მიუღია საქართველოს დოკუმენტაცია, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ დოკუმენტებზე და მათ განსაიდუმლოებაზე”, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე.

წერილში, რომელიც სააკაშვილმა ზურაბიშვილს 18 თებერვალს გაუგზავნა, სააკაშვილი მოქმედ პრეზიდენტს სთხოვდა მის მიერ 2013 წელს გამოცემული "გრიფით საიდუმლო" დოკუმენტაციების განსაიდუმლოებას. ეს დოკუმენტები არის მთავარი მტკიცებულება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის აღძრული და სადაც ყოფილი პრეზიდენტი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხმების გაფლანგვაშია ბრალდებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S