შალვა პაპუაშვილი:"უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა"
21/02/2022 22:08:47 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილირუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. "სახალხორესპუბლიკების დამოუკიდებლობის" აღიარებას "ტვიტერზე" ეხმაურება.
"უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. საერთაშორისო თანამეგობრობისგან კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმოქმედონ გადამწყვეტად ომის თავიდან აცილებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად", - წერს პაპუაშვილი.


