Accentnews.ge
საგარეო: "დიპლომატებს რეკომენდაცია მივეცით, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ"

საგარეო: "დიპლომატებს რეკომენდაცია მივეცით, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ"

22/02/2022 06:54:19 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართველ დიპლომატებს რეკომენდაცია მისცეს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ.

"უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ მიეცათ რეკომენდაცია სურვილის შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ", - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა და დონეცკსა და ლუგანსკში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S