Accentnews.ge
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის შეცვლა არ იგეგმება"

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის შეცვლა არ იგეგმება"

22/02/2022 07:47:17 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის შეცვლა არ იგეგმება. ამის შესახებ "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა.

ამასთან, უწყება ვაშინგტონში დეგნანის ვიზიტის მიზეზებს განმარტავს.

"ელჩი დეგნანი იმყოფება ვაშინგტონში, რეგულარულად დაგეგმილი კონსულტაციებისთვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებთან. შეხვედრებზე ყურადღება იყო გამახვილებული რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობასა და მიმდინარე პროგრამებზე. დეგნანის ​ქვეყანაში არყოფნის პერიოდში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იყო მისიის უფროსის მოადგილე რაიან ჰარისი, როგორც ეს სტანდარტული პრაქტიკაა. საქართველოში აშშ-ის ელჩის შეცვლა არ იგეგმება", – განუცხადა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.

ცნობისთვის: 19 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რაიან ჰარისმა გაავრცელა ვიდეო–მიმართვა, რომელშიც იგი რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ევროპაში შესაძლო, მორიგი რუსული აგრესიის ფონზე უკრაინისა და საქართველოს მიმართ აშშ–ის მხარდაჭერას ადასტურებს. აღნიშნული ვიდეო–მიმართვის შემდეგ სოციალურ მედიაში ელჩ კელი დეგნანის საქართველოში არყოფნის მიზეზებზე არაერთი სპეკულაცია გავრცელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S