Accentnews.ge
პაპუაშვილი – რუსეთის სანქცირებაზე: "ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით ვხელმძღვანელობთ"

პაპუაშვილი – რუსეთის სანქცირებაზე: "ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით ვხელმძღვანელობთ"

23/02/2022 09:25:42 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა "ნაციონალური მოძრაობის". ასე უპასუხა მმართველი გუნდის წევრმა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა საქართველო რუსეთს უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გამო სანქციების დაუწესოს.

"ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით. ამ პრინციპებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაბამისად გვერდში დაუდგება უკრაინას.

რაც შეეხება, რაში გამოიხატება ჩვენი გვერდში დგომა, თუკი დააკვირდებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რაც არის საპატივცემულო - ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზს უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული და ყველანაირი ზომები უნდა იყოს გამოყენებული", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს საკუთარი დღის წესრიგი წამოწიოს:

"სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებს იღებს, იქიდან გამომდინარე, რა ბერკეტებიც გააჩნია მას. საქართველოს ხელისუფლებაც იმოქმედებს ამ ინტერესების და მიზნების გათვალისწინებით, რომელიც მას აქვს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის რეგიონები "სახელმწიფოებად" აღიარა. საპასუხოდ ევროკავშირმა, აშშ–მა, ავსტრალიამ, კანადამ, ბრიტანემა, იაპონიამ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს. გერმანია აჩერებს რუსულ მრავალმილიარდიანი პროექტის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"–ის სერთიფიცირებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S