Accentnews.ge
დავით თევზაძე სალომე ზურაბიშვილის მრჩევლად დაინიშნა

დავით თევზაძე სალომე ზურაბიშვილის მრჩევლად დაინიშნა

23/02/2022 13:54:00 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე დაინიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დავით თევზაძე ამ თანამდებობას 2022 წლის 21 თებერვლიდან იკავებს.

ცნობისთვის: 1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, 2004 წელს – საქართველოს ელჩი NATO-ში. 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს. დათხოვილია თადარიგში 2004 წლიდან. 2017 წლიდან იგი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S