Accentnews.ge
"5 მარტს 17:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე, პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა"

"5 მარტს 17:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე, პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა"

23/02/2022 16:25:23 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, 5 მარტს 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.

როგორც მან აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება, რასაც სხვადასხვა კონსილიუმის წევრებიც ადასტურებენ. ასევე ექიმებისა და კონსილიუმის დასკვნების საფუძველზე ნათელია, რომ მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია:

,,აქედან გამომდინარე ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი-ის უნდა იქნეს გადაყვანილი უცხოურ კლინიკაში შესაბამისი მკურნალობის მისაღებად".

მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვალს, მისივე სასამართლო პროცესზე, უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S