რუსეთის უკრაინაში შეჭრას ღარიბაშვილი ეხმიანება
24/02/2022 08:17:19 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმიანება და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა:
"ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია".


