Accentnews.ge
უკრაინაში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს მიმართავს

უკრაინაში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს მიმართავს

24/02/2022 09:17:34 პოლიტიკა

უკრაინაში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს მიმართავს.

"უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს "ცხელი ხაზი":

  • +380 (63) 376 77 68;
  • +380 (93) 761 17 17;
  • (093) 544 01 47.

ამასთან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

როგორც დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულოები ოდესაში, დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

"საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან", – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S