მიხეილ სააკაშვილი: "უკრაინა არასდროს დანებდება"
24/02/2022 09:45:45 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ შეტევა ზუსტად ქართული სცენარით მოხდა.
„დაუნდობელმა მტერმა საარტილერიო და საავიაციო დარტყმებით თქვენი შოკირება და ბლიცკრიგზე წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ის ისეთი ძლიერი არ არის, როგორც წარმოუდგენია. სრულიად ცივილიზებული სამყარო ახლა უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ, უკრაინელები, საკუთარ მიწას ვიცავთ, ხოლო რუსეთს ისტორიულად არასდროს მოუგია დაპყრობითი ომი. რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია ვერც ყირიმში 19 საუკუნეში, ვერც ფინეთში 1940 წელს და ვერც საქართველოში 2008 წელს. სწორედ ამიტომ, უკრაინელი ხალხი და ყველა უნდა მიხვდეს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ვაჟკაცობისა და გმირული უკრაინული არმიის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ვთქვათ, რომ უკრაინა არასდროს დანებდება.
პუტინი მოვიდა უკრაინის სახელმწიფოს გასანადგურებლად და ეს რუსეთის კრახით და განადგურებით დასრულდება. უკრაინა არასდროს დანებდება. დიდება უკრაინას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


