Accentnews.ge
ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს ესაუბრა: "ამ გადამწყვეტ მომენტში ერთიანობა და პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის"

ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს ესაუბრა: "ამ გადამწყვეტ მომენტში ერთიანობა და პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის"

25/02/2022 07:13:39 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან დერეკ ჩოლეტთან.

„მადლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამ გადამწყვეტ მომენტში ერთიანობა და პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას", –წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

თავის მხრივ, აღნიშნულ სატელეფონო საუბარს დერეკ ჩოლეტიც ეხმიანება.

„ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმასა და საქართველოს ოკუპაციაზე. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინასა და საქართველოსთან მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად", – წერს ჩოლეტი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S