Accentnews.ge
"ოცნებამ" უკრაინის საკითხზე ოპოზიციის მიერ მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაშალა

"ოცნებამ" უკრაინის საკითხზე ოპოზიციის მიერ მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაშალა

25/02/2022 07:59:26 პოლიტიკა

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაშალა.

უკრაინაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რიგგარეშე სხდომის გამართვას ოპოზიცია ითხოვდა, რომელზეც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც იბარებდა.

მოთხოვნას ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმაც, თუმცა მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მხრიდან სესიის მოწვევის მიზეზი "უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა".

"საპარლამენტო უმრავლესობამ წერილობით მომმართა და ამ მიზეზების აღწერასთან ერთად პარლამენტს აცნობა, რომ უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრება სხდომას. შესაბამისად, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილია 61 დეპუტატი, არსებული მოცემულობით, თეორიულადაც გამორიცხულია სხდომის გახსნისთვის საჭირო 76 დეპუტატის მიერ რეგისტრაციის გავლა.

ასევე, აზრს მოკლებულია რეგისტრაციის პროცედურის გამართვაც. შესაბამისად, დღეს სხდომის გახსნის პროცედურები არ გაიმართება", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციამ უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად პარლამენტის დერეფანში გააჟღერა უკრაინის ჰიმნი, ხოლო მმართველი გუნდის ქცევას სამარცხვინო უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S