Accentnews.ge
ღარიბაშვილი: „ჩვენ დღეს არავითარ საშიშროება არ გვაქვს"

ღარიბაშვილი: „ჩვენ დღეს არავითარ საშიშროება არ გვაქვს"

25/02/2022 08:32:47 პოლიტიკა

მოსკოვის მიერ კიევისთვის წაყენებული ულტიმატუმის, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიის მიუხედავად, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულა, რომ საქართველოს საფრთხე არ ემუქრება და ამას პრაგმატული პოლიტიკით ხსნის.

მისი მტკიცებით, საქართველოს რუსეთთანაც მიაღწია დეესკალაციას.

„ჩვენ დღეს არავითარ საშიშროება არ გვაქვს. საჭიროა, სიმშვდე შევინარჩუნოთ. არავთარი საფრთხე საქაღთველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით, პრაგმატული, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას. პარალელურად, ჩვენ ყოველგვარი დანაკარგების, დესტაბილიზაციის გარეშე მივაღწიეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს და თავისუფალ ვაჭრობას. პარალელურად, მივაღწიეთ იმას, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავასტაბილურეთ, მათ შორის რუსეთთანაც მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამ კონტექსტში მას არ უხსენებია ნატო, ამ კონტექსტში საქართველოს სწრაფვა, რუსეთის მიერ დასავლეთისთვის წაყენებული ულტიმატული – ფაქტობრივად მის გავლენის სფეროდ სცნოს პოსტსაბჭოთა სივრცე.

იხილეთ ასევე: საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S