Accentnews.ge
ღარიბაშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას და პარლამენტში მისვლას საჭიროდ არ მიიჩნევს

ღარიბაშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას და პარლამენტში მისვლას საჭიროდ არ მიიჩნევს

25/02/2022 09:07:47 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა კითხვებს, გეგმავს თუ არა კიევში ჩასვლას მხარდაჭერის გამოსაცხადებლად, რატომ არ მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინაზე მიმდინარე სამხედრო აგრესიის გამო და გეგმავს თუ არა პარლამენტში მისწვლას, სადაც ის ოპოზიციამ მიიწვია უსაფრთხოების საკითხებზე სამსჯელოდ.

რარიბაშვილი ამბობს, რომ კიევში ჩასვლა მხოლოდ ჩასვლისთვის საჭირო არაა და მეორე, რომ საჰაერო სივრცე დაკეტილია და რომ მსოფლიოს ძლიერი სახლმწიფოების ლიდერებიც ვერ ჩადიან კიევში.

„პასუხიც შესაბამისია. სამწუხაროა, ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებ იმას, რა უკრაინაში ხდება. როგორ იჩაგრება ვინ? უკრაინელი ხალხი. ამიტომ, ამ სიტუიაციაშია, რა თქმა უმდა, საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, რომ ეს ტრაგედია შევაჩეროთ“.

რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, ღარიბაშვილი ამბობს, რომ შოუ მისი ხელწერა არაა და რომ დღეს ამის საჭიროება არ დგას:

„მე საქმეზე ვფიქრობ და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე. გუშინ მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა განხილვა იმ ინფორმაციების, რომელიც ჩვენს სამსახურებს მოეწოდებოდა. ეს ჩემი ყოველდღიური მუშაობის ნაწილია. უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს“.

ამასთან, განაცხადა, რომ პარლამენტში არ მივა და რომ ოპოზიციის „უსარგებლო ხმაური“ მავნებლობაა:

„პარლამენტს თავისი საქმე აქვს, მე ჩემი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით და ყუადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს. მეორე – უპასუხისმგებლობა, მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. არაფრის მომცემი. პირიქით, ეს ეწინააღმდეგბა ჩვენი ქვეყნის ევროვნულ ინტერესებს. მათი ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების განმეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს. 2008 წლის ომში, მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები თავგანწირვით ომობდნენ, ჩვენი მთავარსარდალი მიწაზე გართხმული აჩვენებდა მთელს მსოფლიოს თავის სამარცხვინო საქციელს და პარლამენტის წევრები გარბოდნენ საზღვარგარეთ“.

მან ასევე უპასუხისმგებლო უწოდა მოწოდებას სანქციების დაწესებაზე და მოსახლეობას მიმართა:

„ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი გასაჭირი გამოიარა ამ 30 წლის განმავლობაში. შეცდომები საკმარისზე მეტი დავუშვით. 1990 წელს რკინიგზის გადაკეტვით, გარკვეულ პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ რუსეთის ბლოკადას მოახდენდნენ. ასეთ სასაცილო მდგომარეობაში თავს ნუ ჩავიგდებთ. მეორე – ამით ნუ დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S