Accentnews.ge
შეიცვალა თუ არა ღარიბაშვილის დამოკიდებულება 2008 წლის მიმართ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ

შეიცვალა თუ არა ღარიბაშვილის დამოკიდებულება 2008 წლის მიმართ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ

25/02/2022 09:21:56 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს ოპონენტები მორიგ ჯერზე დაადანაშაულა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების თავიდან ვერაცილებაში, ჰკითხეს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე შეიცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება, რომ ომის აცილება შესაძლებელი იყო.

როგორც პრემიერის პასუხიდან ირკვევა, მისი დამოკიდებულება არ შეცვლილე, არგუმენტად კი შემდეგ გარემოებას ასახელებს:

„ეს არის არა ჩემი, არამედ ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და შეფასებები. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კონდოლიზა რაისის ინტერვიუ CNN–თან, სადაც მან კიდევ ერთხელ გაიხსენა აგვისტოს ომის მოვლენები. კონდოლიზა რაისმა თქვა, რომ იცოდნენ, რომ რუსეთი აპირებდა საქართველოში შეჭრას. ანუ ომის თაობაზე მათ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ხელიუფლებას. როცა ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფალი ვერ გათვლის ელემენტარულს, ბრიყვულად და სულელურად წამოეგო ამ პროვოკაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი. მეორე – თავად სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები – ფრიდი, ყოფილი ელჩი – მაილსი ამბობდნენ, რომ ომი არ იყო გარდაუვალი. აი, ეს არის ჩემი შეფასება“.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკა ხორციელდება და რომ „ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა დასრულდა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S