"პრემიერის დღევანდელი განცხადება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემ პოზიციას"
25/02/2022 11:45:04 პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, პრემიერის განცხადებები მის პოზიციას არ გამოხატავს და მნიშვნელოვანია იმ ადამიანებმა, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, გამოიყენონ გამოხატვის თავისუფლების უფლება.
"საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემ პოზიციას - ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის! ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!", - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.


