უსუფაშვილი: „სადაცაა ნეიტრალიტეტის თაობაზე რეალური გადაწყვეტილებების მიღებას შემოგვთავაზებენ“
25/02/2022 15:33:58 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ცნობით, პრემიერ–მინისტრ ირაკლი რარიბაშვილის განცხადებებს, მათ შორის დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან თბილისის არმიერთების თაობაზე, არანაკლები რეაქცია მოჰყვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვიდრე შიგნით.
„პირადად დამიკავშრდა ჩემი რამოდენიმე ყოფილი კოლეგა, რომლებიც გაოგნებულნი იყვენ და მეკითხებოდნენ „თარგანი სწორია?“ – იმდენად აცდენილია ჩვენი პრემიერის დამოკიდებულება, ტონი, სტილი, რიტორიკა მთელი დემოკრატიული სამყაროს რიტორიკასთან“,– გაიხსენა უსუფაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
უსუფაშვილი განმარტავს, რომ ოპოზიცია, რომელიც ცდილობდა ქვეყნის უსაფრთხოების ირგვლივ, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის სახით საერთო პოზიციის კონსოლიდირებას, რათა უშუალოდ ეჩვენებინათ გაერთიანების უნარი, არ მოუწოდებს ხელისუფლებას „ომში ჩაბმისკენ, ან რუსეთისთვის ზურგში ჩარტყმისკენ“:
„ორი კვირის წინ რუსეთის ფედერაციის ხსენებას გადააყოლეს რეზოლუციაზე კონსესუსი. გუშინ კი თავადვე ახსენებდნენ რუსეთსაც, აგრესიასაც, შეიარაღებლ კონფლიქტსაც. ლაპარაკი იყო ამ ყველაფრის ერთად თქმაზე, მაგრამ ეს არ მოინდომეს ორი მიზეზით: პრემიერს ტრადციულად ეუხერხულება პარლამენტთან ანგარიშვალდებულებითი ურთიერთობით წარდგენა – ის ხომ უფრო უფროსია, დანარჩენი ოპოზიცია საქართველოში ზედმეტ ხალხსდ მიაჩნია; მეორე – ამ ტიპის სამარცხვინო განცხადებებზე პარლამენტში კითხვებს დავუსვამდით“.
მისი ხედვით, „ეს საკუთარ თავში დაურწმუნებელი ლიდერების განცხადებაა“, რომელთაც უყვართ „ქართულ ჯართან პოზიცრება“, მაგრამ როცა საქმე მიდგება თავდაცვისუნარიანობის დონეზე, „კურდღლებივით არიან დამფრთხალნი, რომ არაფერი შეგვიძლია“:
„ამიტომ, თუ ვინმე საიდანმე შემოგვიბღვერს, საპასუხოდ უნდა გავუღიმოთ, ვკითხოთ, „რით გასიამოვნოთ ბატონოო“ – ე მანდ ვიღაცის შემოღრეა ავიცილოთ თავიდან. ეს უმძიმესი შეცდომა არა მხოლოდ სახელმწიფოთაშორის, ადამიანებს შორის ურთიერთობაში, ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება. [...]
სადაცაა ნეიტრალიტეტის თაობაზე რალური გადაწყვეტილებების მიღებას შემოგვთავაზებენ – ანუ კრემლის ორბიტაზე დაბრუნებას და ეს მშვდად მოხდება. „ამხელა უკრანას თუ გადაუარა, ჩვენ ხომ უნდა ვიყოთ რეალისტები, დავთმოთ რაღაც დროით...“ – ეს ხაზი აშკარად იკვეთება მოსკოვიდან და საქართველოდანაც“.
შეგახსენებთ, რომ დილიდან ოპოზიცა აკრიტიკებს პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ოფიციალური თბილისი არ უერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო დაწესებულ სანქციებს და რომ არც კიევში გეგმავს ვიზიტს, რადგან „ჩასვლას ჩასვლისთვის“ აზრი არ აქვს.
დღეს არაერთხელ გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად სურს, ამ ომში უკრაინა დამარცხდეს, რათა შემდეგ ამით გაამართლოს საკუთარი „მორჩილი პოლიტიკა“ რუსეთთან მიმართებით.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რუსული პროპაგანდისტული არხები აქტიურად განიხილავენ ღარიბაშვილის პოზიციონირებას შემდეგი ფორმულირებით „გამოჯანმრთელდნენ“, „14 წლის შემდეგ გონს მოდიან“.
ღარიბაშვილის განცხადებას გაემიჯნა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი და დღეს პროტესტის ნიშნად აქციაც იმართება.


