Accentnews.ge
საქართველომ ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას მხარი დაუჭირა

საქართველომ ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას მხარი დაუჭირა

25/02/2022 17:48:45 პოლიტიკა

საქართველომ ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული ინფორმაცია "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა ცოტა ხნის წინ შეუჩერეს. ეს პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით დაიწყო.

რუსეთი 1996 წლიდან იყო ევროპის საბჭოს წევრი. მოსკოვი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გამოაძვეს, თუმცა 2019 წელს იგი ასამბლეაში კვლავ აღადგინეს სრული უფლებებით.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S