"მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა"
25/02/2022 18:58:07 პოლიტიკა
კრემლი ცდილობს, ნატო-მ და ევროკავშირმა ნაკლები მხარდაჭერა აღმოუჩინონ ჩვენს პარტნიორებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო–ს ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"კრემლის მცდელობაზე ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს უფრო მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და ბოსნია ჰერცეგოვინა, რათა მათ დავეხმაროთ დემოკრატიული რეფორმების გატარებაში, იარონ იმ გზაზე, რომელიც აირჩიეს", – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


