ზელენსკი – თბილისის აქციაზე: "არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“
25/02/2022 20:21:30 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში გამართული უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის.
„გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელიც ხვდება რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო. მადლობა ყველას, ვინც თბილისსა და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა. არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
იხილეთ ასვეე: "რუსეთი ხოცავს!": თბილისში რუსულ აგრესიას და ღარიბაშვილის პოზიციას ხალხმრავალ აქციაზე აპროტესტებენ


