„ყოჩაღ!“ – მოსკოვი საქართველოს პრემიერს აქებს
25/02/2022 21:38:18 პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მკაფიო განცხადებას, რომ თბილისი არ შეუერთდება უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
„ყოჩაღ, მხოლოდ მისასალმებელია ასეთი გადაწყვეტილება“, – უთხრა ჯაბაროვმა რუსულ გაზეთ „იზვესტიას“.
მისი თქმით, საქართველოს „არცთუ ცუდი“ სავაჭრო ურთიერთობები აქვს რუსეთთან, მათ შორის, ხილის, ბოსტნეულისა და ღვინის მიწოდების თვალსაზრისით.
„ქვეყნის ხელისუფლება, სავარაუდოდ, მიხვდა, რომ დასავლეთი არაფერს ამას არ აუნაზღაურებს საქართველოს“, - დასძინა მან.
იხილეთ ასვეე: "რუსეთი ხოცავს!": თბილისში რუსულ აგრესიას და ღარიბაშვილის პოზიციას ხალხმრავალ აქციაზე აპროტესტებენ


