Accentnews.ge
უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები მუშაობას აგრძელებენ

უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები მუშაობას აგრძელებენ

26/02/2022 12:10:35 პოლიტიკა

უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები მუშაობას აგრძელებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები – საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულო ოდესაში მუშაობას აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში და მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, მაქსიმალურ დახმარებას უწევენ უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

ამასთან, უწყება "ცხელი ხაზის" ნომერებს აქვეყნებს.

„24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

საქართველოს საელჩო, კიევი:

+380 (63) 376 77 68

+380 (44) 590 69 50

+380 (93) 544 01 17

+380 (63) 376 73 64

+380 (63) 511 73 25

გენერალური საკონსულო, ოდესა:

+ 380 (63) 176 75 55

+380 (93) 761 17 17

საგარეო საქმეთა სამინისტრო:

+995 (32) 2 94 50 50“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S