Accentnews.ge
"ვშიშობთ, რუსული გავლენა შესაძლოა, ამოქმედდეს მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში"

"ვშიშობთ, რუსული გავლენა შესაძლოა, ამოქმედდეს მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში"

27/02/2022 21:16:02 პოლიტიკა

ევროკავშირი შიშობს, რომ რუსეთი არ აპირებს, გაჩერდეს უკრაინაში. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული კრიზისი შეიძლება, გადაიზარდოს მეზობელ ქვეყნებშიც, მათ შორის – მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რაც შეიძლება, მოხდეს რეგიონში. ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთი არ აპირებს, გაჩერდეს უკრაინაში და რუსულმა გავლენამ შეიძლება, დაიწყოს მუშაობა მეზობელ ქვეყნებში –მოლდოვასა და საქართველოში, ასევე შედეგი შესაძლოა, იყოს დასავლეთ ბალკანეთი. ასე რომ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა ხდება იქ", - განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S