კობახიძე: "ქართველებს მადლობა უნდა გადავუხადოთ უკრაინისადმი უპრეცედენტო სოლიდარობისთვის"
01/03/2022 09:10:35 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართველ ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ უკრაინისადმი სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითისთვის“. ამ განცხადების ფონია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს, რაც დამატებით მოტივაციად იქცა ასობით ადამიანისთვის, რუსთაველის გამზირზე გაეპროტესტებინათ როგორც თბილისის პოზიცია, ისე რუსული აგრესია და სოლიდარობა გამოეცხადებინათ უკრაინისთვის. გარდა ამისა, ქართველ მოხალისეთა ცნობით, თბილისი მათ უკრაინაში გამგზავრებაში ხელს უშლის.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ გულშემატკივრობს ქართველი ხალხი უკრაინელ მეგობარს ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ჩვენს მეგობრობას აქვს ძალიან განგრძლივი ისტორია, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ემოციური კავშირი უკრაინელებთან და შესაბამისად, მათი ტკივილი ბუნებრივია, ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს.
სწორედ ამის გამოხატულებაა ის განსაკუთრებული სოლიდარობა, რომელმაც აჩვენა ქართველმა ხალხმა და რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას, ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითისთვის“,– განაცხადა“,– განაცხადა კობახიძემ.


