Accentnews.ge
სერდარ ჩამი:"თუ ქვეყანაში არის ეკლესიაში წასვლის მსურველი, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სალოცავი"

სერდარ ჩამი:"თუ ქვეყანაში არის ეკლესიაში წასვლის მსურველი, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სალოცავი"

01/03/2022 10:07:43 პოლიტიკა

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილის სერდარ ჩამის განცხადებით, "თუ არის ეკლესიაში წასვლის მსურველი, აუცილებლად მას უნდა ჰქონდეს სალოცავი".

ამის შესახებ მან "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთის პრინციპია მრავალფეროვნება. მან კონკრეტიკისგან თავი შეიკავა, თუმცა სავარაუდოდ, მიანიშნა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ირგვლივ შექმნილ პრობლემაზე, რომელიც წლებია, გრძელდება: „თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რელიგიური და ენობრივი მრავალფეროვნება. ეს ისტორიულად თურქეთში იყო ასე, ამ პრინციპებს ეყრდნობა მთლიანად თურქეთის ისტორია. ბალკანეთიდან შუა აღმოსავლეთამდე კი არა სამხრეთ ამერიკაშიც კი ჩვენ გარკვეული კავშირები გვაქვს, რომელიც წარმოდგენილია, სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფებით. რელიგიური, ენობრივი თუ ეთნიკური განსხვავებულობა ჩვენი გადმოსახედით არის ძალიან დიდი სიმდიდრე. ჩვენ პირიქით ყველანაირად შევუწყობთ ხელს საქართველოში ნებისმიერი სახის ცენტრების დაარსებას, ქრისტიანობის კიდევ უფრო განმტკიცებას, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში რელიგიის მნიშვნელობა თანდათან იკლებს და იზრდება აღვირახსნილობა. საქართველოში თუ იქნება უფრო მეტი რელიგია და მეტად რელიგიური მოსახლეობა, ეს ჩვენს ინტერესშია და ჩვენი დიდი სურვილია. ჩვენ ძალიან ბევრი ეკლესია აღვადგინეთ სხვადასხვა ქვეყნებში, ლიბიაში, სირიაში, ბოსნია ჰერცოგოვინაში, თუ არის ეკლესიაში წასვლის მსურველი, აუცილებლად მას უნდა ჰქონდეს სალოცავი და უნდა ჰქონდეს ეკლესია, ჩვენ არანაირად წინააღმდეგები არ ვართ რელიგიური მრავალფეროვნების და ასევე ჩვენ არ ვუყურებთ განსხვავებულ ენას და რელიგიას ზემოდან, არ ვამცირებთ, არანაირი დისკრიმინაციული დამოკიდებულება არ გვაქვს. ეს არის ჩვენი ცხოვრებისეული პრინციპი, ჩვენი თეზისი“ - განუცხადა "აქცენტს" მინისტრის მოადგილემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S