"სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, პუტინის ნომერ პირველი მტერი რეგიონში მე ვიყავი"
01/03/2022 10:59:58 პოლიტიკა
"სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, პუტინის ნომერ პირველი მტერი რეგიონში მე ვიყავი", – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როგორ შეიძლება მე მიხაროდეს ომი, როდესაც პირველი, რაც დაიბომბა ოდესის ოლქში, არის ჩემ მიერ აშენებული გზა რამდენიმე ადგილზე, სიყვარულით და რუდუნებით აშენებული უმნიშვნელოვანესი გზა, რომელიც ევროკავშირთან აერთებს უკრაინას. ჩვენი ამოცანაა, დავასრულოთ ომი უკრაინაში და ავიცილოთ იგი საქართველოში. მე მინდა გითხრათ, რომ შემდეგი საათები და დღეები იქნება არაადამიანური დაბომბვა კიევის, ხარკოვისა და სხვა ქალაქების. ჩვენ ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ უკრაინა არ დაეცემა“, – განაცხადა სააკაშვილმა.


