Accentnews.ge
პარლამენტში შეგინების გამო ოპოზიციამ ყაველაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა

პარლამენტში შეგინების გამო ოპოზიციამ ყაველაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა

01/03/2022 10:04:15 პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიცია გააკრიტიკა და შეიგინა. საკანონმდებლო ორგანოში უკრაინაში რუსეთის ომსა და საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე მიმდინარე ხმაურიან დისკუსიაზე ყაველაშვილმა ოპოზიციას უთხრა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს იზიარებს.

"2008 წლის ომში, მთელი საზოგადოება, ის ოპიზიცა, რომელიც გალახეთ, სცემეთ, მოკალით, ყველა ერთხმად დაგიდგათ გვერდზე, მორატორიუმი გამოცხადდა და ყველა ერთად ვიდექით მაშინ და რა დღეში ხართ ახლა, რას გავხართ... სამარცხვინო საქციელი. გაცდა თქვენი ეს მავნებლობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, ახლა იქ დაიწყეთ მთავრობის დამუნათება. თან გვეუბნებით, რომ ერთად დავდგეთ და ევროკავშირში შევიდეთ, თან ასე სამარცხვინოდ იქცევით და ამუნათებთ საკუთარ ხელისუფლებას. ეს არის თქვენი საქციელი? ამაში უნდა გენდოთ? ესა ხართ ? ესაა საქციელი სწორი? ეს არის მოქალაქეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება? საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს. ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს იმის დედას შევე*ი მე", — თქვა ყაველაშვილმა.

ამის შემდეგ ოპოზიციის წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მიხეილ ყაველაშვილისთვის დეპუტატის უფლებასილების ჩამორთმევა მოითხოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S