უკრაინის საელჩო კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ გაიწვია კიევმა ელჩი საქართველოდან
01/03/2022 14:35:46 პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველი ანდრია კასიანოვი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ გაიწვია ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის. მან ამ საკითხზე მედიასთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
კასიამოვმა გაიმეორა პრეზიდენტის მიერ დასახელებული ორივე მიზეზი:
- უკრაინაში დასახმარებლად მსურველი მოხალისეების არგაშვება;
- რუსეთის მიმართ სანქციებისადმი დაფიქსირებული პოზიციები.
"არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ამ კონსულტაციების დროს უნდა განიხილონ. ეს არის კომენტარი, რომელიც ამ საკითხზე შემიძლია, გავაკეთო", - თქვა ელჩის მრჩეველმა, რომელიც უკრაინის დროებითი რწმუნებულის მოვალეობას შეასრულებს.
ამასთან, კასიანოვმა აღნიშნა, რომ საქართველომ უკრაინას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ ეს არ იქნება ბოლო დახმარება მეგობარი ქვეყნისგან.


