ზალკალიანი მოლდოველ კოლეგასთან საუბრის შემდეგ: "შევთანხმდით, რომ ვიმოქმედებთ კოორდინირებულად ჩვენი ქვეყნების ევროპული მისწრაფებების უზრუნველსაყოფად"
01/03/2022 14:40:40 პოლიტიკა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის მოლდოველ კოლეგასთან ნიკუ პოპესკუსთან. აღნიშნულის შესახებ ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
„მქონდა სატელეფონო საუბარი ჩემს მოლდოველ კოლეგასთან, ნიკუ პოპესკუსთან. სიღრმისეულად განვიხილეთ, როგორც რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, ისე უკრაინაში მიმდინარე ომი. შევთანხმდით, რომ ვიმოქმედებთ კოორდინირებულად ჩვენი ქვეყნების ევროპული მისწრაფებების უზრუნველსაყოფად“, – წერს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.


