ურსულა ფონ დერ ლაიენი: "ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით"
01/03/2022 16:14:08 პოლიტიკა
“ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ პერიოდში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის - კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


