Accentnews.ge
ევროპარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი დაუჭირა

01/03/2022 16:19:20 პოლიტიკა

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი ევროპარლამენტის 676-დან 637-მა წევრმა დაუჭირა. 13-მა უარი თქვა, 26-მა კი თავი შეიკავა.

მანამდე კი, დღეს ბრიუსელში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დებატები გაიმართა, სადაც ევროპელმა დეპუტატებმა ღიად და ხისტად ისაუბრეს რუსულ ოკუპაციასა და უკრაინის მხარდასაჭერად, მტკიცე და ერთიან პოზიციას გამოხატავდნენ.

ისტორიული სხდომა კი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამაღელვებელი მიმართვით დაიწყო, რასაც ოვაციები მოჰყვა. "დაამტკიცეთ, რომ ჩვენს გვერდით ხართ", - მიმართა ზელენსკიმ ევროპარლამენტარებს.

კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე ევროპარლამენტის შენობასთან შეკრებილ უკრაინელებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ მიმართა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა, რის შემდეგაც უკრაინის ჰიმნმა გაიჟღერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S