Accentnews.ge
"ძალიან მნიშვნელოვანია, გავზომოთ კონკრეტული პროგრესი და დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირთან კავშირი ხელშესახები იქნება ქართველი ხალხისათვის"

"ძალიან მნიშვნელოვანია, გავზომოთ კონკრეტული პროგრესი და დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირთან კავშირი ხელშესახები იქნება ქართველი ხალხისათვის"

01/03/2022 17:08:12 პოლიტიკა

"ევროკავშირს აქვს ძალიან ნათელი, მტკიცე და ერთიანი პოზიცია და ჩვენ დავადასტურეთ, რომ ვართ მეგობრები, პარტნიორები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ", - განაცხადა ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

„იცით ჩემი პირადი ჩართულობა საქართველოსთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა, რათა მხარი დამეჭირა ნებისმიერი პოზიტიური მცდელობისთვის, სტაბილურობისთვის, ეკონომიკური რეფორმებისთვის, კონკრეტული დემოკრატიული რეფორმებისთვის საქართველოში. ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ ევროპულ კომისიასთან, ევროპულ პარლამენტთან ერთად და გვსურს, ვაჩვენოთ ჩვენი მკაფიო და კონკრეტული მხარდაჭერა, რომ გავაგრძელოთ ყველანაირი მცდელობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად,“- განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, "ამ მნიშვნელოვან, გამოწვევებით სავსე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა":

„ჩვენ დავადგინეთ პრიორიტეტები, რაზედაც ერთად უნდა ვიმუშავოთ და სრულად ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამ მნიშვნელოვან, გამოწვევებით სავსე დროს ერთად ვიყოთ, გამოვხატოთ ძალიან ცხადი გზავნილი, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამართალს, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, მრავალმხრივ მიდგომას, გაერო-ს ქარტიისადმი სრულ პატივისცემას, - ეს გახლავთ მნიშვნელოვანი პრინციპები. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავზომოთ კონკრეტული პროგრესი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირისა და საქართველოს კავშირი ხილული და ხელშესახები იქნება ქართველი ხალხისთვის“ - დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S