ხოშტარია: "დავდგეთ აქ ერთად, დილის 08:00 საათზე ღარიბაშვილი კანცელარიაში არ უნდა შევიდეს"
01/03/2022 18:55:10 პოლიტიკა
პარტია ,,დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, რუსთაველის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ღამეს რუსთაველის მოედანზე გაათევენ.
მისივე ცნობით, დილის 8 საათზე აქტივისტები კანცელარიასთან გადავლენ, სადაც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დახვდებიან და მთავრობის ადმინისტრაციაში არ შეუშვებენ.
"დავდგეთ აქ ერთად და ხვალ დილით ვთქვათ, რომ ამ კანცელარიაში ირაკლი ღარიბაშვილი ვეღარ შევა. პირდაპირ ვუთხრათ ან თქვენ წახვალთ ან ჩვენ წაგართმევთ ამ ქვეყანას. მაქსიმალურად ვეცდებით აქ შესაბამისი პირობები იყოს შექმნილი, მოვიკრიბოთ ძალები და დილის 08:00 საათზე კანცელარიაში ღარიბაშვილი არ უნდა შევიდეს”, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.


