კალაძე - უკრაინაში მოხალისეების არგაშვებასა და ელჩის გაწვევაზე: "საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იმოქმედებს ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოებიდან გამომდინარე"
02/03/2022 09:45:16 პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იმოქმედებს თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, - ასე უპასუხა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, "რატომ არ გაუშვა მმართველმა პარტიამ უკრაინაში მოხალისეები და რატომ გაიწვია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი".
"ძალიან მარტივია პასუხი:საქართველო იმოქმედებს ყოველთვის ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პირველი ყოველთვის იქნება ეს, ასე არის დღეს და და ასე იქნება ყოველთვის ჩვენი ხელისუფლების პირობებში. საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები იქნება პირველ რიგში დაცული", - განაცხადა კალაძემ.


