Accentnews.ge
"ამ ვითარებაში დასავლეთს უნდა შევახსენოთ დაპირებები და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველო NATO–ს წევრობისთვის ისეა მზად, როგორც არასდროს"

"ამ ვითარებაში დასავლეთს უნდა შევახსენოთ დაპირებები და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველო NATO–ს წევრობისთვის ისეა მზად, როგორც არასდროს"

28/02/2022 10:41:38 პოლიტიკა

ევროპარლამენტის წევრის და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, "მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველო მზადაა NATO–ში გაწევრიანებისთვის ისე, როგორც არასდროს".

როგორც კუბილიუსმა "აქცენტს" განუცხადა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ერთადერთი გზა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის:

"საქართველომ რამდენიმე წელი დაკარგა შიდაპოლიტიკური დაძაბულობის გამო. ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა ჩვენს მესიჯში ყოველთვის ვახსენებდით, რომ ყველა პოლიტიკური ძალის მთავარი მიზანი ერთი უნდა იყოს - ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის ერთადერთი გზა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის. შექმნილ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, დასავლეთს შევახსენოთ მათი დაპირებები NATO–ს კარის ღიად შენარჩუნების შესახებ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველო მზადაა გაწევრიანებისთვის ისე, როგორც არასდროს", – განუცხადა "აქცენტს" კუბილიუსმა და იქვე დასძინა, რომ "დასავლეთმა დიდი შეცდომა დაუშვა, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს არ მიიწვია საქართველო და უკრაინა ნატო–ში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S