Accentnews.ge
მედია – ევროკავშირში აცხადებენ, რომ მზად არიან, საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადები მიიღონ

მედია – ევროკავშირში აცხადებენ, რომ მზად არიან, საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადები მიიღონ

03/03/2022 11:32:14 პოლიტიკა

ევროკავშირი მზად არის, მიიიღოს წევრობის განაცხადები საქართველოდან და მოლდოვიდან, – იუწყება Reuters ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით 3 მარტს ოფიციალურად წარედგინება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S